ჩვენ შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავის ძველ მარანში, სადაც ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე მეთოდოლოგიების ჰარმონიული შერწყმა, უნიკალური ღვინის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ მიერ 2011 წელს დაარსებული მარნის ისტორია, ვაზისა და ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის პატივსცემით არის ნასაზრდოები.

თელავის ძველი მარნის ჯილდოები

━━ 2011 წლიდან ━━

2023

Georgia International Wine Award 2023

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი

2022

Saperavi International 2022

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2018’’ - ბრინჯაოს მედალი

2022

Galicia Vitis 2022

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2017’’ - ოქროს მედალი

2022

IWSC 2022

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი 91 ქულით

2020

Galicia Vitis 2020

,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2015” - დიდი ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო მშრალი თეთრი ღვინის კატეგორია | ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო ნატურალური ღვინის კატეგორია

2016

Decanter 2020

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’ - 17 საუკეთესო ქართულ ღვინოს შორის მოხვდა და მოიპოვა ოქროს მედალი 92 ქულით

2016

Saperavi International 2018

,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’, ვერცხლის მედალი

2012

Georgia International Wine Award 2018

რქაწითელი 2012 - ბრინჯაოს მედალი

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ

ვაზი

ბევრმა მევენახემ მირჩია, ბებერი, დასუსტებული და დაგრეხილი ვაზების არარენტაბელურობის გამო ძველი ვენახის ამოძირკვა და ნაცვლად ახალის გაშენება. ეს დაგრეხილი ვაზები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო, როგორც მოხუცი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ამიტომ გადავწყვიტე მათი შენარჩუნება. ვენახის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორებას წლები და მძიმე შრომა დასჭირდა. შედეგად, ამ ვენახმა საუკეთესო ღვინო მომცა – ბებერმა ვაზმა თავისი მადლიერება ასე გადმომცა. სწორედ ეს ბებერი ვაზია პატივისცემის ნიშნად გამოსახული ,,არჩილის ღვინის’’ სახვადასხვა დასახელების ღვინის ბოთლის ეტიკეტზე.

ჩვენი ბლოგი