
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თელავის ძველ მარანში, სადაც ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე მეთოდოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც
უნიკალური ღვინის შექმნის საშუალებას იძლევა
ჩვენ შესახებ
ჩვენ მიერ 2011 წელს დაარსებული მარნის ისტორია, ვაზისა და ქართული მეღვინეობის მემკვიდრეობის პატივსცემით არის ნასაზრდოები. ძველი ვენახი 2010 წელს შევიძინეთ. 0,84 ჰექტარზე 1970 წელს გაშენებული რქაწითლისა და საფერავის ჯიშის ვაზი არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვაზი იყო ბებერი, ფორმირება დაკარგული და საკმაოდ მეჩხერი. ამგვარი მოცემულობის გამო, გამოცდილმა მევენახეებმა მირჩიეს ბებერი ვაზის ამოძირკვა და ახალი ვენახის გაშენება, თუმცა მასში, რაც სხვებისთვის წარსულის ნანგრევებთან ასოცირდებოდა, მე ცხოვრებისეული გამოცდილებით ნასაზრდოები, დიდი პოტენციალი დავინახე.
მალე ვაზმა საკუთარი რეალური შესაძლებლობებიც გამოავლინა. მრავალწლიანი ერთგულების, სათუთი მოვლისა და ბუნებრივი რიტმის ხელშეწყობით, ვენახი ხელახლა დაიბადა. ჯილდოდ კი, უბადლო არომატის საუკეთესო ღვინო მივიღეთ, რაც თავად ვაზის მხრიდან, მადლიერების ერთგვარი გამოვლინება იყო. პატივისცემის ნიშნად, სწორედ ეს ბებერი ვაზია გამოსახული ,,არჩილის ღვინის” ეტიკეტზე.
ბებერი ვანახის შეძენის შემდეგ შევიძინე მეზობლად არსებული ნაკვეთები და მასზე გავაშენე საფერავის და ქისის ჯიშის ვენახი. ამ ვენახებიდან მოყვანილმა ყურძენმა საუკეთესო ღვინის შექმნის შესაძლებლობა მოგვცა.
ღვინის წარმოებისთვის, საკუთარი ვენახიდან მოყვანილი ყურძნის გარდა, ვიყენებთ წინასწარ შერჩეული ვენახებიდან კახური მწვანესა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძენს. შერჩევამდე მათი მოვლის თავისებურებებს ვაკვირდებით , რათა უზრუნველვყოთ სასურველი ხარისხი.

ჩვენ მიერ შექმნილი ღვინო ცნობილია ,,არჩილის ღვინო’’-ს სახელით. იგი ტრადიციული, კახური მეღვინეობისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიისა და თანამედროვე მეთოდოლოგიების შერწყმით მზადდება და მთლიანად ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომებს ეფუძნება. გამოყენებული ყურძნის თითოეული მტევანი აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს და ყოველწლიურად დაახლოებით 8000 ბოთლ საუკეთესო ღვინოს ვაწარმოვებთ. მოსავლის აღებიდან ღვინის მომხმარებელთან მიწოდებამდე პროცესის თითოეული ეტაპი ხელით წარიმართება, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ხარისხის მაქსიმალური კონტროლი.
თელავის ძველი მარნის ჯილდოები
━━ 2011 წლიდან ━━
2023
Georgia International Wine Award 2023
,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი
2022
Saperavi International 2022
,,არჩილის ღვინო - საფერავი 2018’’ - ბრინჯაოს მედალი
2022
Galicia Vitis 2022
,,არჩილის ღვინო - საფერავი 2017’’ - ოქროს მედალი
2022
IWSC 2022
,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2018” - ვერცხლის მედალი 91 ქულით

2020
Galicia Vitis 2020
,,არჩილის ღვინო - რქაწითელი 2015” - დიდი ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო მშრალი თეთრი ღვინის კატეგორია | ოქროს მედალი ნომინაციაში საუკეთესო ნატურალური ღვინის კატეგორია
2016
Decanter 2020
,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’ - 17 საუკეთესო ქართულ ღვინოს შორის მოხვდა და მოიპოვა ოქროს მედალი 92 ქულით
2016
Saperavi International 2018
,,არჩილის ღვინო - საფერავი 2016’’, ვერცხლის მედალი
2012
Georgia International Wine Award 2018
რქაწითელი 2012 - ბრინჯაოს მედალი
დღეისათვის „არჩილის ღვინო“, რომლის თითოეული ბოთლი მოგვითხრობს გამძლეობის, ავთენტურობისა და საქართველოს მარადიული სილამაზის ისტორიას, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარგებლობს პოპულარობით. ჩვენს ღვინოს მიირთმევენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, გერმანია, იაპონია, შვედეთი, დანია, ინგლისი, საფრანგეთი, უკრაინა და ისრაელი.



არჩილის ღვინო -
ბებერი ვაზის ისტორია
2010 წელს შევიძინეთ 40 წელზე მეტი ასაკის ვენახი, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვაზი იყო დაბერებული, ფორმა დაკარგული და საკმაოდ მეჩხერი. გამოცდილმა სპეციალისტებმა გვირჩიეს, რომ ბებერი ვაზი გაგვეკაფა და ახალი ვენახი გაგვეშენებინა, რადგან ასაკოვანი ვაზი რაოდენობრივად ბევრად ნაკლებ მოსავალს იძლევა.
თუმცა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ემოციურად სრულიად მიუღებელი იყო, რადგან თითოეული ვაზი მოხუცი ადამიანივით შემოგვყურებდა, თითქოს დახმარებას ითხოვდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმალური ძალისხმევა გაგვეწია და ბებერი ვაზი შეგვენარჩუნებინა. ეს ადვილი არ იყო — საჭირო გახდა დიდი შრომისა და ფინანსური რესურსის მობილიზება. ოჯახის მხარდაჭერამ და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებისადმი ერთგულებამ შეგვმატა სიმტკიცე, რომ არ დავნებებულიყავით და ჩვენი ჩანაფიქრი ბოლომდე მიგვეყვანა.

შედეგად, შევინარჩუნეთ და აღვადგინეთ ბებერი ვენახი, რომელმაც მადლიერების ნიშნად საოცარი არომატებით გაჯერებული ღვინო მოგვცა. მართალია, მოსავალი რაოდენობრივად მცირე იყო, მაგრამ მივიღეთ ღვინო, რომელიც განსაკუთრებული არომატებითა და უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
ბებერი ვაზის ღვინომ მრავალი ღვინის მოყვარული აღაფრთოვანა. ჩვენ კი ჩავათვალეთ, რომ ეს ღვინო იყო მადლიერების გამოხატულება იმ სიყვარულისადმი, რომელიც ჩვენსა და ბებერ ვაზებს შორის სუფევს. სწორედ ამ სიყვარულის პატივსაცემად, ჩვენი ღვინის ეტიკეტზე სიმბოლურად გამოსახულია ბებერი ვაზი.
ამ ვაზისგან მიღებული ღვინო თავისი უნიკალური გემოთი და საუკეთესო ხარისხით გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ვენახის ისტორია თითოეულ წვეთში გავაცოცხლოთ.
ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ
ვაზი
ბევრმა მევენახემ მირჩია, ბებერი, დასუსტებული და დაგრეხილი ვაზების არარენტაბელურობის გამო ძველი ვენახის ამოძირკვა და ნაცვლად ახალის გაშენება. ეს დაგრეხილი ვაზები ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო, როგორც მოხუცი დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ამიტომ გადავწყვიტე მათი შენარჩუნება. ვენახის ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსწორებას წლები და მძიმე შრომა დასჭირდა. შედეგად, ამ ვენახმა საუკეთესო ღვინო მომცა – ბებერმა ვაზმა თავისი მადლიერება ასე გადმომცა. სწორედ ეს ბებერი ვაზია პატივისცემის ნიშნად გამოსახული ,,არჩილის ღვინის’’ სახვადასხვა დასახელების ღვინის ბოთლის ეტიკეტზე.
გამოიწერე სიახლეები
თქენი მონაცემები დაცულია ჩვენი სამომხმარებლო ხელშეკრულების ფარგლებში