No products in the cart.
რქაწითელი-მწვანე 2017
ორგანოლეპტიკური მონაცემები:
ფერი – ქარვისფერი, მზის სხივის თბილი ტონებით;
სურნელი – სხვადასხვა ხილის, ვაშლის, ატმის, თაფლის, მინდვრის ყვავილების, თივის ნაზი სურნელი ჰარმონიულადაა შეზავებული;
გემო – სრულსხეულიანი, ტანინებით მდიდარი, ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით.
საუცხოოდ ეხამება თევზეულს, შემწვარ ხორცს, ყველს. t: 12°C-16°C.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემები:
ალკოჰოლი – 14,5%;
ტიტრული მჟავიანობა – 5,1 გ/ლ;
მქროლავი მჟავები – 0,46 გ/ლ;
ნაჩენი შაქარი – < 3 გ/ლ.
ხელნაკეთი ქარვისფერი მშრალი ღვინო, ძველი ვენახის 2017 წლის მოსავალი. დამზადებულია მეღვინე-მევენახე არჩილ უთიაშვილის მიერ, კახეთში, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ შალაურში 1969 წელს გაშენებული რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის საუკეთესო ხარისხის ყურძნისაგან თანამედროვე და უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით, დადუღებულია ჭაჭა-კლერტთან ერთად, იგი ქარვისფერია, ხასიათდება ცოცხალი, სხეულიანი, ხავერდოვანი გემოთი. ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ნაზი ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით.
ჩამოსხმულია მხოლოდ 2000 ბოთლი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.