No products in the cart.
რქაწითელი 2018
ორგანოლეპტიკური მონაცემები:
ფერი – ქარვისფერი, მზის სხივის თბილი ტონებით;
სურნელი – სხვადასხვა ხილის, ვაშლის, ატმის, თაფლის, მინდვრის ყვავილების, თივის ნაზი სურნელი ჰარმონიულადაა შეზავებული;
გემო – სრულსხეულიანი, ტანინებით მდიდარი, ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემები:
ალკოჰოლი – 14,5%;
ტიტრული მჟავიანობა – 5,1 გ/ლ;
მქროლავი მჟავები – 0,46 გ/ლ;
ნაჩენი შაქარი – < 3 გ/ლ.
რეზერვი, ხელნაკეთი ქარვისფერი მშრალი ღვინო, ძველი ვენახის 2018 წლის მოსავალი. დამზადებულია მეღვინე-მევენახე არჩილ უთიაშვილის მიერ, კახეთში, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში 1970 წელს გაშენებული რქაწითელის ჯიშის საუკეთესო ხარისხის, ბიოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით მოყვანილი ყურძნისაგან თანამედროვე და უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით, დადუღებულია ჭაჭა-კლერტთან ერთად. იგი ქარვისფერია, ხასიათდება ცოცხალი, სხეულიანი, ხავერდოვანი გემოთი. ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ნაზი ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით. საუცხოოდ ეხამება თევზეულს, შემწვარ ხორცს, ყველს. t: 12°C-16°C.
ჩამოსხმულია მხოლოდ 2900 ბოთლი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.