No products in the cart.
ქისი-მწვანე 2018
ორგანოლეპტიკური მონაცემები:
ფერი – ქარვისფერი, მზის სხივის თბილი ტონებით;
სურნელი – სხვადასხვა ხილის, ვაშლის, ატმის, თაფლის, მინდვრის ყვავილების, თივის ნაზი სურნელი ჰარმონიულადაა შეზავებული;
გემო – სრულსხეულიანი, ტანინებით მდიდარი, ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემები:
ალკოჰოლი – 14%;
ტიტრული მჟავიანობა – 4,7 გ/ლ;
მქროლავი მჟავები – 0,46 გ/ლ;
ნაჩენი შაქარი – < 2 გ/ლ.
ხელნაკეთი ქარვისფერი მშრალი ღვინო, ძველი ვენახის 2018 წლის მოსავალი. დამზადებულია მეღვინე-მევენახე არჩილ უთიაშვილის მიერ, კახეთში, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ შალაურში 1969 წელს გაშენებული ქისის და კახური მწვანეს ჯიშის საუკეთესო ხარისხის ყურძნისგან თანამედროვე და უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით, დადუღებულია ჭაჭა-კლერტთან ერთად. იგი ქარვისფერია, ხასიათდება ცოცხალი, სხეულიანი, ხავერდოვანი გემოთი. ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ნაზი ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით. საუცხოოდ ეხამება თევზეულს, შემწვარ ხორცს, ყველს. t: 12°C-16°C.
ჩამოსხმულია მხოლოდ 1220 ბოთლი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.