No products in the cart.
წითელი ნაზავი 2019
ორგანოლეპტიკური მონაცემები:
ფერი – მუქი ლალისფერი;
სურნელი – სხვადასხვა ხილის, თაფლის, მინდვრის ყვავილების, სურნელი ჰარმონიულადაა შეზავებული;
გემო – სიძველი ტონებით, მდიდარია ტანინებით, მწიფე ალუბლის, მაყვლის, შავი ქლიავის, ჩირის და მუხის ტონები ჰარმონიულადაა დაბალანსებული ხანგრძლივი დაგემოვნებით. საუცხოოდ ეხამება, შემწვარ და მოხარშულ ხორცს, ყველს. t: 14°C-18°C.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემები:
ალკოჰოლი – 14,5%;
ტიტრირებული მჟავიანობა – 5,9 გ/ლ;
აქროლადი მჟავა – 0,6 გ/ლ;
დარჩენილი შაქარი – < 3 გ/ლ.
ხელნაკეთი წითელი მშრალი ღვინო, 2019 წლის მოსავალი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კაბერნე სოვინიონის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ბებერი ვენახიდან, რომელიც გაშენებულია კახეთში, წინანდლის მიკროზონაში სოფელ კურდღელაურში 1970 წელს. ღვინო შექმნილია მეღვინე-მევენახე არჩილ უთიაშვილის მიერ თანამედროვე და უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების მიხედვით ალკოჰოლურ დუღილში ჭაჭის მონაწილეობით. ღვინო დაძველებულია ფრანგული მუხის კასრებში.
ჩამოსხმულია მხოლოდ 2100 ბოთლი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.