No products in the cart.
რქაწითელი 2014
ორგანოლეპტიკური მონაცემები:
ფერი – ქარვისფერი, მზის სხივის თბილი ტონებით;
სურნელი – სხვადასხვა ხილის, ვაშლის, ატმის, თაფლის, მინდვრის ყვავილების, თივის ნაზი სურნელი ჰარმონიულადაა შეზავებული;
გემო – სრულსხეულიანი, ტანინებით მდიდარი, ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის და თამბაქოს ნაზი ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული. საუცხოოდ ეხამება თევზეულს, შემწვარ ხორცს, ყველს. t: 10°C-14°C.
ლაბორატორიული ანალიზის მონაცემები:
ალკოჰოლი – 13,6%;
ტიტრული მჟავიანობა – 4,8 გ/ლ;
მქროლავი მჟავები – 0,39 გ/ლ;
ნაჩენი შაქარი – < 3 გ/ლ.
ხელნაკეთი ქარვისფერი მშრალი ღვინო, ძველი ვენახის 2014 წლის მოსავალი. დამზადებულია მეღვინე-მევენახე არჩილ უთიაშვილის მიერ, კახეთში, წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში 1970 წელს გაშენებული რქაწითელის ჯიშის საუკეთესო ხარისხის, ბიოლოგიური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით მოყვანილი ყურძნისაგან თანამედროვე და უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით, დადუღებულია ჭაჭა-კლერტთან ერთად. იგი ქარვისფერია, ხასიათდება ცოცხალი, სხეულიანი, ხავერდოვანი გემოთი. ვაშლის, ატმის და ხილის ჩირის ნაზი ტონები ჰარმონიულად არის დაბალანსებული, ხანგრძლივი სურნელოვანი დაგემოვნებით.
ჩამოსხმულია მხოლოდ 2600 ბოთლი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.